წამლის ფორმა: რბილი ვაგინალური კაფსულები
აქტიური ნივთიერება: ნიფურატელი 500 მგ; ნისტატინი 200000 ს.ე.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: მაკმირორ კომპლექსი კომბინირებული პრეპარატია, რომლის შემადგენლობაშიც შედის ნიფურატელი და ნისტატინი. გამოიყენება ვულვოვაგინალური ინფექციების სამკურნალოდ და გააჩნია ანტიბაქტერიული, ანტიპროტოზოული და სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება. მაღალეფექტურია აერობული და ანაერობული ბაქტერიების მიმართ. ნიფურატელს გააჩნია Candida ქვეჯგუფების სოკოს საწინააღმდეგო აქტივობა. ნიფურატელი განსაკუთრებით აქტიური ნივთიერებაა უმარტივესებთან მიმართებაში, მათ შორის Trichomonas vaginalis. ნისტატინი – პოლიენების ჯგუფი სოკოს საწინააღმდეგო ანტიბიოტიკია. მაღალაქტიურია Candida ტიპის სოკოს მიმართ.
ნიფურატელი 500 მგ ნისტატინი 200000 ს.ე.
გამოყენების ჩვენება:
ვულვო-ვაგინალური ინფექციები, რომელიც გამოწვეულია პათოგენური ბაქტერიებით, ტრიქომონადებით, კანდიდა-ს ტიპის სოკოთი და ქლამიდიებით.
უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა ერთ-ერთი აქტიური ან რომელიმე დამხმარე ინგრედიენტის მიმართ. კაფსულები არ გამოიყენება მკურნალობისათვის ბავშვებში.
გამოყენების მეთოდი და დოზირება:
პრეპარატი გამოიყენება ადგილობრივად საშოში, ყოველ საღამოს, ძილის წინ, ერთი კაფსულა 8 დღის განმავლობაში, ან ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად.
ანტიბაქტერიული სოკოს-საწინააღმდეგო მოქმედება, ჟელატინის რბილი ოვალური ვაგინალური კაფსულები
გვერდითი ეფექტები:
იშვიათ შემთხვევაში შესაძლებელია ალერგიული რეაქციები კანზე გამონაყარის და ქავილის სახით.
განსაკუთრებული მითითებები:
აუცილებელია ჩატარდეს ერთდროულად პარტნიორის მკურნალობაც მაკმირორ კრემის საშუალებით, რადგანაც არსებობს ხელახალი დაავადების საშიშროება. მკურნალობის პერიოდში თავი უნდა აარიდოთ სქესობრივ კონტაქტს.
გამოყენება ორსულობისას და ლაქტაციისას:
არ გამოვლენილა ორსულობისას და ლაქტაციისას გამოყენების უკუჩვენებება. მიუხედავად ამისა, პრეპარატის გამოყენება ორსულობისას და ლაქტაციისას შესაძლებელია მხოლოდ ექიმის დანიშნულების შესაბამისად და მისი მეთვალყურეობით.
აფთიაქებიდან გაცემის წესი:
გაიცემა რეცეპტის გარეშე.
+995599576905 +995598258520
info@macmiror.ge
სარეგისტრაციო უფლებამოსილების მფლობელი:
“Polichem S.r.l.”, Italy
მისამართი: Via Giuseppe Marcora, 11-20121 Milan, Italy;
მწარმოებელი:
“DOPPEL Farmaceutici S.r.l.”, Italy
მისამართი: : Via Volturno, 48-Quinto de’ Stampi-20089 Rozzano, Milan, Italy
© 2020 Macmiror Complex